ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“ ეხმარება რუსეთს, იყოს ჭეშმარიტად სუვერენული და დაუმარცხებელი სახელმწიფო. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა სამეცნიერო და ტექნოლოგიური რევოლუცია მოახდინა და შექმნა კომპლექსი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში და რომელიც ათობით წლით უსწრებს დასავლურ ჰიპერბგერით პროექტებს.
მრავალმიზნობრივმა ატომურმა წყალქვეშა კრეისერმა „სევეროდვინსკმა“ 4 ოქტომბერს „ცირკონის“ წარმატებული გაშვება განახორციელა თეთრი ზღვიდან ბარენცის ზღვაში მდებარე პირობით სამიზნეზე. ცოტა ხნით ადრე სუბმარინის ეკიპაჟმა ასევე წარმატებით შეასრულა საცდელი სროლები წყალზედა მდგომარეობიდან.
ასეთი სერია − ტექნოლოგიური გარღვევა და მნიშვნელოვანი მოვლენა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ისტორიაში − „ცირკონის“ სარაკეტო სისტემების ფარულობის, საიმედოობისა და დაუმარცხებლობის მტკიცე დემონსტრირებაა.
მაღალი სიზუსტე და ფანტასტიკური სიჩქარე − 1 000 კმ ექვს წუთში − განადგურებით ემუქრება სამიზნეების ფართო სპექტრს ზღვასა და ხმელეთზე. „ცირკონით“ აღჭურვილ სუბმარინას ნებისმიერი სამიზნის განადგურება შეუძლია 1000 კმ-ის დაშორებით ისე, რომ მოწინააღმდეგემ ვერ აღმოაჩინოს.
„ცირკონების“ მიწოდება რუსეთის ფლოტისთვის 2022 წელს დაიწყება. საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმზე „არმია-2021“ აგვისტოში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2025 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა. კომპლექსის ძირითადი დამკვეთი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტია, მაგრამ პერსპექტივაში მისი სახმელეთო მოდიფიკაციებიცაა მოსალოდნელი.
გამოცემა Military Watch-ი წერდა: ახალი ფრთოსანი რაკეტებით ერთ „იასენს“ ორჯერ შეუძლია გაანადგუროს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი ჯგუფი. მანამდე ამერიკელმა ადმირალმა ჩარლზ რიჩარდმა აღნიშნა, რომ რუსული ჰიპერბგერითი რაკეტები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან შეერთებული შტატების თანამედროვე რაკეტ- და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს მათი აღმოჩენაც კი არ შეუძლიათ.
სასოწარკვეთილად გამოიყურება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მცდელობა, შექმნან სამხედრო ხომალდების გაერთიანება იმისთვის, რომ გამუდმებით დააკვირდნენ „რუსეთის წყალქვეშა საქმიანობას ატლანტიკაში“. ამას პერსპექტივა არ აქვს: პროექტ „იასენ-М“-ის სუბმარნები ძალიან ჩუმი, მგრძნობიარე და სწრაფებია. მანამდე ამერიკელმა სამხედრო მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში „სევეროდვინსკის“ აღმოჩენა რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მოახერხეს.
საბრძოლო უპირატესობა
კომპლექს „ცირკონის“ ზემაღალი სიზუსტის ფრთოსანმა რაკეტამ მსოფლიოში პირველმა „აითვისა“ ხანგრძლივი ჰიპერბგერითი ფრენა 1000 კმ-ზე მეტ მანძილზე − საათში დაახლოებით 10 ათასი კილომეტრის სიჩქარით. ფრთოსანი „ცირკონები“ უნიფიცირებულია საზღვაო და სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად, ადაპტირებულია უნივერსალური სახომალდე კომპლექს 3С14-ებიდან გაშვებაზე, ანუ შეიძლება გამოყენებული იყოს „კოლიბრებთან“ და „ონიქსებთან“ ერთად.
წყალზედა მზიდიდან „ცირკონის“ საფრენ-საკონსტრუქტორო გამოცდები სექტემბრის ბოლოს დასრულდა წარმატებით. საშუალოვადიან პერიოდში, „ცირკონებით“ შეიარაღდება პროექტ 885M „იასენ-M“-ის ცხრა მრავალმიზნობრივი ბირთვული წყალქვეშა ნავი, წყალქვეშა ნავი „ირკუტსკი“ და სარაკეტო კრეისერი „ადმირალ ნახიმოვი“. „ცირკონს“ პირველ ადგილზე გაჰყავს რუსეთის სამხედრ-საზღვაო ძალები მსოფლიოში დარტყმის ძალით და „პარტნიორებს“ ილუზიები არ აწუხებთ.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის მეთაური, ადმირალი ჩარლზ რიჩარდი აღიარებს, რომ რუსეთი ლიდერია ჰიპერბგერით შეიარაღებაში. გამოცემა The National Interest-მა მანამდე განაცხადა, რომ „სევეროდვინსკი“ 32 ფრთოსანი რაკეტა 3М-14К „კოლიბრითაა“ აღჭურვილი ბირთვულ თუ ჩვეულებრივ ვარიანტში, რომლის მოქმედების რადიუსი 2.500 კილომეტრს აღემატება და „შეერთებული შტატების ძირითადი ტერიტორიისთვის წარმოადგენს საფრთხეს“. ახლა კი „ცირკონი“ მსოფლიო ოკეანეს მატებს დისკომფორტს.
შევნიშნავთ, „იასენების“ მთავარი დანიშნულება − საბრძოლო პატრულირების ზონაში „ოჰაიოს“ ტიპის სარაკეტო წყალქვეშა ნავებისა და ნატოს ბირთვული ქვეყნების ავიამზიდთა მოიერიშე ჯგუფების თვითმფრინავების გაცილებაა.
ჰიპერბგერითი „ცირკონები“ უპირველესად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საიერიშო შესაძლებლობებს შეზღუდავს. ამერიკის ტერიტორია მხოლოდ პენტაგონის მხრიდან რუსეთის მიმართ აგრესიული ქმედებების შემთხვევაში შეიძლება დაზარალდეს.
ამასობაში რუსეთი მეხუთე თაობის ატომურ წყალქვეშა ფლოტს უყრის საფუძველს შეიარაღების ახალი სპექტრით, დაზვერვის მოწინავე და ავტომატიზებული საშუალებებით.
ჰიპერბგერის პრობლემები აშშ-ში
რუსული ჰიპერბგერითი რაკეტები „ავანგარდი“, „კინჟალი“, „ცირკონი“ დამაჯერებლად მანევრირებენ 10-დან 20 მახამდე სიჩქარით. ჰიპერბგერაზე პრეტენზიების მქონე ამერიკული მაკეტები უკვე სტარტზეა, თუმცა ჯერ არ დაფრინავენ. პროგრამა Rapid Response Weapon-ისა და Hypersonic Air-Air Weapon Concept-ის ფარგლებში წარუმატებელ გამოცდებს თითქოს პირველი წარმატება მოჰყვა 20 სექტემბერს. პირველად რვა წლის განმავლობაში ამერიკული აპარატის სიჩქარემ ჰიპერბგერის ზღვარს მიაღწია − ანუ 5 მახს, მაგრამ კრეისერული ფრენის სიჩქარე და სიშორე არ დასტურდება კონტროლის ობიექტური საშუალებებით.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული კვლევების სააგენტომ (DARPA) დეტალები არ გაამხილა. DARPA-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი გამოცდები წლის ბოლოს გაიმართება. უცხოელი ექსპერტები ასეთ წარმატებას სკეპტიკურად უყურებენ.
აშშ-ში ჰიპერბგერითი რაკეტების შეიარაღებაში მიღება ჯერ არც კი განიხილება. თუნდაც ერთ უნაკლო პროტოტიპამდე ჯერ კიდევ შორია. პენტაგონს დიდი პრეტენზიები აქვს ჰიპერბგერით აერობალისტიკურ რაკეტა AGM-183A ARRW-ის მიმართ. თუმცა მას ჯერ არც ერთი წარმატებული ფრენა არ განუხორციელებია.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 161 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვეს 2022 წლის ფისკალური ბიუჯეტიდან 12 ექსპერიმენტული რაკეტისთვის. საჰაერო ძალების მდივანი ფრენკ კენდალი უკმაყოფილოა "პროგრესის ტემპით".
ობიექტურად აშშ-ს მაღალტექნოლოგიური შეიარაღების რბოლაში რუსეთისგან ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეისგან ჩამორჩენაც კი სურს შეამციროს. ამერიკულ ოპტიმიზმს საზღვარი არ აქვს − ფირმა Lockheed Martin-ი უკვე ხსნის საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტების (ARRW) AGM-183A-ს მწარმოებელ ქარხანას ალაბამაში. ამას თავისი ლოგიკა აქვს: დაუმთავრებელი სუპერთვითმფრინავ F-35-ს ბორტზე არამფრენი „ჰიპერბგერითი“ რაკეტა უნდა ჰქონდეს, რომელსაც ასევე იყიდიან მოკავშირეები და აშშ-ის პარტნიორები.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს