თავისუფალი სტილით ჭიდაობა: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე მედალი მოიპოვა

70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იაკობაშვილმა აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი დაამარცხა
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობაშვილმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იაკობაშვილმა აზერბაიჯანის წარმომადგენელი თურან ბაირამოვი ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობა: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა
ამგვარად, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა სამი მედალი. მანამდე ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) გახდა, ხოლო ნიკა კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
7 ოქტომბრიდან მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 2 ოქტომბერს დაიწყო და 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.