ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაუფასურდა.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 1,27%-ით გაიზარდა და 101,19 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,47%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,18%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,34% მოგებით 106,45 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,59 პუნქტის ფასით, 4,98% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,42%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,96%-ით გაუფასურდა 101,8 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,69%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 0,9%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,68 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 97 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,2–15,86 ფუნტის დიაპაზონში.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 250 მლნ დოლარის ევროობლიგაციები დაფარა
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 0,18%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,11 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 715 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,79–6,24 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 4,8%-ით გაიზარდა 14,4 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 128 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,28–14,66 ფუნტის დიაპაზონში.