საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში გაემგზავრა

ვიზიტის ოფიციალური მიზანია ბაბინ იარის ტრაგედიიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
ვიზიტის ფარგლებში კუჭავა მონაწილეობას მიიღებს ბაბინ იარის ტრაგედიიდან 80 წლითავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. სხვადასხვა მონაცემებით, გერმანური ჯარების მიერ კიევის ოკუპაციის დროს ბაბინ იარში 150 ათასი ადამიანი დახოცეს – ებრაელები, ბოშები, სამხედრო ტყვეები.
ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ისრაელისა და გერმანიის პრეზიდენტები, ავსტრიის, ჩეხეთის, შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები.
სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს წერილით მიმართავს
ამასთან, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ სხვა ელფერი მიიღო. სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქე და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად და ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით ყველაფერს იღონებს, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი უკან დააბრუნოს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის ამჟამად რუსთავის მე-12 საპატიმროშია. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ არანაირ ექსტრადიციაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, რადგან სააკაშვილმა დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა.