ხარისხიანი განათლება პრიორიტეტია: ჩხენკელმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2.309 სკოლაა დარეგისტრირებული, მათგან 2.086 საჯარო და 223 კერძო სკოლაა. აღნიშნულ დაწესებულებებში 62.699 მასწავლებელი მუშაობს.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული – მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე 1994 წლის 5 ოქტომბრიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
„ძვირფასო მასწავლებლებო, თითოეული თქვენგანის როლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. სწორედ თქვენ მიერ გაზიარებულ ცოდნაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. მინდა წარმატება გისურვოთ ამ უმნიშვნელოვანეს, ურთულეს და საპატიო პროფესიაში! გისურვებთ კიდევ მრავალი ღირსეული თაობის აღზრდას, რასაც უანგაროდ და თავდაუზოგავად ემსახურებით“, – განაცხადა ჩხენკელმა.
როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, არსებობს საერთო ინტერესი – ხარისხიანი განათლება, რაც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია. მინისტრის თქმით, ახალგაზრდებზე ერთობლივი ზრუნვა და ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, რაც ახალგაზრდებს წარმატებული გზის არჩევაში დაეხმარება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2.309 სკოლაა დარეგისტრირებული, მათგან 2.086 საჯარო და 223 კერძო სკოლაა. აღნიშნულ დაწესებულებებში 62.699 მასწავლებელი მუშაობს.