ცხარე წიწაკის ტკბილი ჯემი: უჩვეულო გემრიელობის დეტალური რეცეპტი

Sputnik
იცით, რომ წითელი წიწაკისგან სრულიად განხვავებული და უცნაური ტკბილ-მწარე გემოს მქონე კონფიტიური (ჯემი) შეგიძლიათ მოამზადოთ?
თუ ასეთი რეცეპტი არ გაგაჩნიათ, მაშინ თქვენზე მხოლოდ ინგრედიენტების შეძენაა, ჩვენ კი არაჩვეულებრივი გემრიელობის გაკეთებას გასწავლით.

თქვენ დაგჭირდებათ:

წითელი ბულგარული წიწაკა — დაახლოებით 500 გ;
ცხარე წიწაკა — ერთი ცალი;
შაქარი — 150 გ;
ვაშლის ძმარი — 100 მლ;
მარილი — 1 ჩაის კოვზი;
ვარდისფერი წიწაკა — 1 ჩის კოვზი;
თხელი თაფლი — 2 სუფრის კოვზი;
ჯანჯაფილი — 100 გ;
ნიორი — 1 თავი;
როზმარინი — 1 ღერი;
დაფნის ფოთოლი — ერთი ცალი;
მშრალი წითელი ღვინო — 3 სუფრის კოვზი.

მომზადების წესი

ტკბილი და მწარე წიწაკები გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ მოაცალეთ ყუნწები, თესლი და ტიხრები და დაჭერით ზოლებად: ტკბილი წიწაკა უფრო მსხვილ ზოლებად, ცხარე — წვრილად. წიწაკის თანაფარდობა თქვენი გემოვნები მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ — თუ გსურთ, შეგიძლიათ კიდევ ერთი ცხარე წიწაკა დაამატოთ.
უცნაური და სასარგებლო: იის მურაბა ფრანგულად – დეტალური რეცეპტი
ამის შემდეგ ჩაყარეთ დაჭრილი წიწაკა ღრმა თასში, დაუმატეთ შაქარი და ცოტა აურიეთ, რომ შაქარი თანაბრად გადანაწილდეს. ნარევი დატოვეთ ერთი ღამით, რათა წიწაკამ წვენი გაუშვას.
ამის შემდეგ დაიწყეთ სხვა ინგრედიენტების მომზადება. გახეხეთ და წვრილად დაჭერით ან დააბლენდერეთ ჯანჯაფილი და ნიორი, როზმარინს მოაცილეთ ნემსები (ან გამოიყენეთ გამხმარი), გადაზომეთ საჭირო რაოდენობის ძმარი, მარილი და ვარდისფერი წიწაკის ფხვნილი;
ჩაასხით წიწაკის წვენი ქვაბში, დაამატეთ მომზადებული ინგრედიენტები + დაფნის ფოთოლი და ნარევი საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ადუღეთ. დუღილისას დროდადრო ურიეთ;
ამის შემდეგ ნარევი ცეცხლიდან გადმოდგით და დააცადეთ გაცივება;
უცნაური რეცეპტები: პიტნისა და მჟაუნის მურაბები
გადაუწურეთ მიღებულ მასას წვენი, ან უბრალოდ ამოიღეთ იქიდან წიწაკები, ხოლო თავად წვენს დაამატეთ თაფლი და ღვინო და ისევ ცეცხლზე დადგით. მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაუშვით შიგ წიწაკა. ამის შემდეგ კიდევ წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. დააცადეთ გაცივება. თუ სიროფი საკმაოდ სქელი არ იქნება, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ წამოადუღოთ.
სულ ესაა — მზადაა უგემრიელესი და უჩვეულო კონფიტიური, რომელიც ძალიან უხდება ხორცსა და ყველს.
ასეთი ჯემი ქილებშიც შეგიძლიათ მოხუფოთ და მიირთვათ, როცა მოგესურვებათ.
სხვა გემრიელი რეცეპტები მსოფლიოს ხალხთა სამზრეულოდან შეგიძლიათ აქ ამოიკითხოთ>>