არჩევნები 2021

მელია ჩრდილოვანი მთავრობის ფორმირებას გეგმავს

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს 20 ქალაქში ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერობის კანდიდატი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დედაქალაქის ჩრდილოვანი მთავრობის ფორმირებას გეგმავს.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მელიამ ამომრჩეველთა ხმების 33,98%-ის მიღება შეძლო და არჩევნების მეორე ტურში გავიდა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატთან კახა კალაძესთან ერთად. ცესკოს მონაცემებით, კალაძემ ხმების 44,97% მოიპოვა.
არჩევნები 2021
სად შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური
მელიას თქმით, მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.

„ყველა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი 30 ოქტომბერს ჩვენს ერთიან გამარჯვებაში. ამიტომაც პარტიებს უახლოეს დღეებში კონსულტაციების დაწყებას ვთავაზობ. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ამ ქალაქის ჩრდილოვან მთავრობას და შემდეგ უკვე გვექნება პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებაც დარწმუნდება იმაში, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ საქმესაც ვაკეთებთ“, – განაცხადა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.