თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საკრებულოში ექვსი პარტია იქნება. ამაზე მეტყველებს საქართველოს ცესკოს მონაცემები, რომელიც უბნების 80,75%–ის დათვლის შემდეგ გახდა ცნობილი.
დაწესებული 2,5%–იანი ბარიერი გადალახეს შემდეგმა პარტიებმა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 40,4%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 28,09%, „საქართველოსთვის“ – 8,77%, „ლელო საქართველოსთვის“ – 3,53%, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 3,24%, „ხალხისთვის“ – 2,58%.
მუნიციპალური არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. დედაქალაქში არჩევნებზე მოსახლეობის 49,1% გამოცხადდა.