პოლიციელებმა სააკაშვილის დაკავების დროს მასთან სელფი გადაიღეს

ხერხეულიძემ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა და ადგილობრივი არჩევნების შედეგები გააცნო
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციელებმა, რომლებიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში მონაწილეობდნენ, მასთან ერთად სელფი გადაიღეს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ, რომელიც კვირას რუსთავის ციხეში შეუშვეს.
ხერხეულიძემ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა და ადგილობრივი არჩევნების შედეგები გააცნო, რადგან ყოფილ პრეზიდენტს საკანში ტელევიზორიც არ აქვს და ახალი ამბების გაცნობის საშუალება არ გააჩნია.
„სააკაშვილმა თქვა, რომ უხეში დამოკიდებულება არ ჰქონიათ მასთან პოლიციას, ძალიან კარგად იქცეოდნენ. ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართაც აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, არაფერი უხეშობა არ გამოუვლენიათ. თქვა, რომ ყველამ, ვინც შევიდა მის ასაყვანად, ყველამ გადაიღო მასთან სელფი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხერხეულიძემ.
მიხეილ სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და უკრაინიდან ჩამოვიდა ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართა.
სააკაშვილი საქართველოში ტრაილერის მძღოლმა ჩამოიყვანა - მედიის ახალი ვერსია
ექს-პრეზიდენტს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძენმა იყო გამოცხადებული, სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ დააკავებდნენ მას საზღვრის გადალახვისთანავე.
კერძოდ, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ის ქონების ჩამორთმევის საქმეზე კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.