„15 წელია სანდრასთან ერთად ვცხოვრობ, ნუ დაუჯერებთ ჭორებს...“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, 15 წლის ნიკოლოზ სააკაშვილი ბოლო დროს მის ოჯახზე გავრცელებულ ინფორმაციებზე „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც ნიკოლოზი ამბობს, 15 წელია დედასთან ერთად საქართველოში ცხოვრობს და ჭორი თითქოს სანდრა რულოვსს მძიმე დაავადება აქვს, სისულელეა.
ნიკოლოზი, სავარაუდოდ მისი მამის და უკრაინელი დეპუტატის ლიზა იასკოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას პასუხობს და ამბობს, რომ არავინ - არც მედიამ და მითუმეტეს არც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა არ იციან რა ხდება მათ პირად ცხოვრებაში.
„ჭორებს არასდროს ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ამ რთულ პერიოდში და ამდენ დრამაში მესმის რომ მძიმე და გაბუქებული ჭორების დაჯერება ადვილია. ამ პოსტს ვწერ რომ მივმართო ხალხს და ჭორებს: ცნობისთვის, მე ვარ 15 წლის და თბილისში 1 5 წელია ვცხოვრობ სანდრასთან ერთად. უმჯობესია რომ კრიტიკული იყოთ და არ აყვეთ ფეიზბუკ (და სხვა სოციალური მედიის) კომენტარებს და „ჭორიკანა“ გვერდებს“, - წერს ნიკოლოზი.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს, სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც სააკაშვილი მის ახალ სიყვარულზე საუბრობს. „გვინდა, გამცნოთ, რომ ჩვენ ერთად ვართ და გვაქვს ოჯახი“,- ამბობს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის 24 წლით უმცროსი ცოლი – უკრაინელი ლამაზმანის ფოტოები სოციალური ქსელიდან
ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო 30 წლის პოლიტიკოსი უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრია. მიხეილ სააკაშვილის სიყვარულის შესახებ საქართველოში არ იცოდა ფართო საზოგადოებამ. უკრაინულ და რუსულ მედიაში კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და „ხალხის მსახურის“ სიყვარულის ამბებზე ხშირად წერდნენ.
წყვილი ლეს­ნიკ­ში მდე­ბა­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში ცხოვ­რობდა. ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ სააკაშვილი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში იმიტომ არ ბრუნდებოდა, რომ შეყვარებული იყო ლიზა იასკოზე. 2020 წელს Strana.ua წერდა, რომ წყვი­ლი ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, დი­მიტ­რი გორ­დო­ნის, მომ­ღე­რალ ოლია პო­ლი­ა­კო­ვი­სა და პრო­დი­უ­სერ მი­ხე­ილ ია­სინ­სკის კამ­პა­ნი­ა­ში ის­ვე­ნებ­და. ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლის უკა­ნა ეზო­ში, ჭიქა ღვი­ნო­ზე პო­ლი­ტი­კა­სა და სხვა თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ.
თუმცა, პერიოდულად პრესაში იწერებოდა, რომ წყვილი კამათობდა და შორდებოდა ერთმანეთს. მიმდინარე წლის 14 იანვარს ერთ-ერთი გამოცემა წერდა, რომ იასკო და სააკაშვილი ერთად აღარ იყვნენ. სანდო წყაროზე დაყრდნობით სააგენტო წერდა, რომ ლიზა იასკო დეპრესიაში იყო პოლიტიკური პრობლემების გამო. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნეს. წყარო სააგენტოს უყვებოდა, რომ წყვილის ურთიერთობა ვერ შედგა.