ეკა ხერხეულიძე: „სააკაშვილს ციხეში ტელევიზორიც არ აქვს“

სააკაშვილთან პაემანზე იმყოფებოდა მისი უახლოესი გარემოცვის წევრი ეკატერინე ხერხეულიძე, რომელმაც მას ყველა ბოლო სიახლე გააცნო.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საკანში არ აქვს არც ტელევიზორი, არც ინფორმაციის სხვა რომელიმე წყარო. ამის შესახებ განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკატერინე ხერხეულიძემ, რომელმაც კვირას დაკავებული ექს-პრეზიდენტი რუსთავის ციხეში მოინახულა.
მიხეილ სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და უკრაინიდან ჩამოვიდა ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართა.
რატომ არ ჩქარობს საქართველოს პროკურატურა სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას
„სააკაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება, ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ვნახავთ, ყველა ერთად“, – განუცხადა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს რუსთავის ციხის კედლებთან, სადაც სააკაშვილი იმყოფება.
ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილმა არჩევნების შედეგები მისგან შეიტყო.
„მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისგანა შეიტყო, რა მოხდა გუშინ ქვეყანაში“, - განაცხადა ხერხეულიძემ და აღნიშნა, რომ სააკაშვილი დღევანდელი პროცესების დიდი გულშემატკივარია.
მისი თქმით, ის „სრულიად აღფრთოვანებული დარჩა შედეგებით“, განსაკუთრებით „შთამბეჭდავი“ იყო მისთვის თბილისის შედეგები, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მეორე ტურში გავიდა.
ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილის თვალსაზრისით, ნიკა მელიამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში.
მისი თქმით, სააკაშვილი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და მან ყველას მოუწოდა, არ ინერვიულონ, რადგან ეს მისი გზაა.
მანამდე ხერხეულიძე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ პირადად აპირებს იმუშავოს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის დაბრუნებაზე.
„ეს (უკრაინისთვის სააკაშვილის გადაცემა - რედ.) არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად - ეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მათ მტკიცე პოზიციაზე - ეს არჩევანია, გავატანთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს", - განაცხადა ხერხეულიძემ.
მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გაახმოვანა გათავისუფლების ერთადერთი შესაძლო ვერსია - პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება. მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას.
ექს-პრეზიდენტს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძენმა იყო გამოცხადებული, სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
„არა და არასოდეს!“ – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ დააკავებდნენ მას საზღვრის გადალახვისთანავე.
კერძოდ, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ის ქონების ჩამორთმევის საქმეზე კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.