თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მეორე ტური შედგება როგორც თბილისში, ისე რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტში. თბილისის მერობისთვის კახა კალაძე და ნიკა მელია იბრძოლებენ.
რუსთავში - ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) და დავით კირიკიტაძე (ენმ). ფოთში - ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) და გიგი უგულავა (ენმ); ბათუმში - არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) და გიორგი კირთაძე (ენმ); ქუთაისში - იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) და ხატია დეკანოიძე (ენმ); ზუგდიდში - მამუკა წოწორია (ქართული ოცნება) და ანზორ მელია (ენმ). ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების I ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 11:00 საათისთვის დათვლილია ბიულეტენების 85.04%. საქართველოს მასშტაბით, პროპორციული ხმები ასე განაწილდა: ქართული ოცნება 47.6%; ენმ - 30.51%; გახარია - საქართველოსთვის - 7.62 %; ლელო - 2.63%; ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1.71%; დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1.45%; შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1.41%; მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი - 1.35%; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება - 1.28%; ანა დოლიძე - ხალხისთვის - 0.73%.