არჩევნები 2021

ვინ მოიგო არჩევნები - მმართველი პარტია და ოპოზიცია გამარჯვებაზე საუბრობენ

არჩევნების მთავარმა მონაწილეებმა თავისი გამარჯვების გარეშე ისე გამოაცხადეს, რომ კენჭისყრის შედეგებს არ დალოდებიან
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვების შესახებ განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნები ჯერ არ დახურულა და კენჭისყრა გრძელდება.
ბრიფინგები ერთმანეთის მიყოლებით გამართეს პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტიის პოლიტმდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართვლო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტებში, ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტებში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილზე და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადამწყვეტი მარცხი განიცადოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
როგოც პრემიერმა აღნიშნა, ეს დღე განსაზღვრავს დედაქალაქის და რეგიონების განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ეს არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური წყალგამყოფია ჩვენი ქვეყნისთვის.
არჩევნები 2021
ცესკო: 17:00 საათისთვის არჩევნებზე ამომრჩეველთა 41,35 % გამოცხადდა
„დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა
პრემიერმა მოუწოდა მოქალაქეებს, დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი და შეიტანონ წვლილი სახელმწიფოს განვითარებაში.
„შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი.
„ეს დღე გახდა რეფერენდუმი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს საბოლოოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნიკა მელია საპირისპიროშია დარწმუნებული.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად. ოპოზიცია განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში, როგორც რეფერენდუმის ნაწილში, ასევე თბილისის მერის არჩევნების ნაწილში“, - განაცხადა მელიამ.
თავის მხრივ, მანაც მოუწოდა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ.
შსს-მ არჩევნებზე დარღვევების გამო ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა 41,35% გამოცხადდა.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ძალიან პოლიტიზებულია, ვითარება გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და შემდეგ დაკავებამ კიდევ უფრო დაძაბა.