არჩევნები 2021

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იწყება

საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ტარდება, ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნება.
ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენიმე მერს აირჩევს. როგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
არჩევნები 2021
სრულ მზადყოფნაში: არჩევნების ჩასატარებლად 3.700-ზე მეტი უბანია მზად
ქვეყანაში გაიხსნება 3.664 საარჩევნო უბანი. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში 9 და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 70 სპეციალური საარჩევნო უბანი.
ერთიან საარჩევნო სიაში 3.497.345ადამიანია. ყველაზე მეტი ამომრჩეველი თბილისშია 1.002.900, ყველაზე ნაკლები კი ყაზბეგში – 5.680.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
კორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, არჩევნები განსაკუთრებული წესებით ჩატარდება – ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე უნდა გამოცხადდნენ პირბადით, კომისიის წევრები, დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე მისვლისას გაივლიან თერმოსკრინინგს და ჩაიტარებენ ანტიგენის სწრაფ ტესტს. საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები იქნებიან პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.
კოვიდ-კლინიკებში საარჩევნო სპეცუბნები გაიხსნება
არჩევნებში მონაწილე პირები
64 მერის სავარძლისთვის რვა დამოუკიდებელი და 21 პარტიიი მიერ დასახელებული 231 კანდიდატი იბრძოლებს. კანდიდატების საერთო რაოდენობიდან ქალი 22–ია.
იმისთვის, რომ მერი გახდეს, კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50%–ზე მეტი უნდა მიიღოს.
რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, ქვეყნის მასშტაბით 43 პარტია მონაწილეობს. ყველაზე დიდი პარტიული კონკურენცია თბილისშია, სადაც 31 პარტიაა წარმოდგენილი.
მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული სისტემით დეპუტატების გაყვანას შეძლებენ ის პარტიები, რომლებიც ხმების 3%-ს მოიპოვებენ, ხოლო თბილისში - 2,5%-ს.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, რეგიონებში მაჟორიტარების რაოდენობა ყველა დეპუტატის 1/3-ს, თბილისში - 1/5-ს შეადგენს.
ამასთან 656 მაჟორიტარის სავარძლისთვის იბრძოლებს 2.771 კანდიდატი.
არჩევნები 2021
არჩევნები და პანდემია: ხმის მიცემის ინსტრუქცია
მაჟორიტარულ არჩევნებზე ყველაზე დიდი კონკურენცია თბილისში იქნება, სადაც 10 ადგილზე 138 პრეტენდენტია, ყველაზე ნაკლები კი ყაზბეგში, სადაც 6 ადგილზე 18 პრეტენდენტია.
იმისათვის, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პირი მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი გახდეს, მან ხმების მინიმუმ 40% უნდა მიიღოს.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დაკვირვებისთვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა – არჩევნებს 31.310 ადგილობრივი და 1.024 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.
ცესკომ ასევე დაარეგისტრირა 109 ადგილობრივი და საერთაშორისო საინფორმაციო საშუალების 2.927 წარმომადგენელი.