არჩევნები 2021

ეს არჩევნები განსაზღვრავს ამ ქვეყნის მინიმუმ 10-15 წლის განვითარების პერსპექტივას - მელია

ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ეს არჩევნები განსაზღვრავს ამ სახელმწიფოს მინიმუმ 10-15 წლის განვითარების პერსპექტივას, განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან.
„ვემზადებით ყველაფრისთვის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. თქვენ გგონიათ „ქართული ოცნება“ მოიგებს? იცით რა მაწუხებს, როცა თქვენ, ერთს განიცდით, ერთს ფიქრობთ და მეორეს საუბრობთ. ეს უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, როცა გულწრფელობა ძალდატანებით არის ჩრდილში მოქცეული“, - მიმართა ნიკა მელიამ ჟურნალისტების ნაწილს.
ნიკა მელიამ საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
2 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყანაში გაიხსნა 3.664 საარჩევნო უბანი.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.