თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა.
მისი ინფორმაციით, ქველაძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„სოფელ ყიზილაჯლოში №83-ე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ირაკლი ქველაძე, რომელიც „გირჩის“ წევრია, სცემეს. როგორც ვიცით მისი მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა იმამკულიევმა.
მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობას მოჰყვა.
კლინიკა „ავერსის"ექიმის ნინო გოგიძის განცხადებით, ქველაძე თავის ტვინის შერყევა აქვს მიღებული და ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.