თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი მწერლის, მხატვრისა და ფოტოგრაფის ლადო ფოჩხუას სადებიუტო რომანმა „ენიკი–ბენიკი“ გერმანული ლიტერატურული ჯილდო Idee der Einheit („ერთობის იდეა“) მიიღო.
საქართველოში გერმანიის საელჩოს პრემია Idee der Einheit ფოჩხუას გამომცემლობა „ინდიგოს“ მიერ გამოცემული რომანისთვის გადაეცა. ავტორი თავის წიგნში „ენიკი–ბენიკი“ იხსენებს თავის ბავშვობას, აფხაზეთის ომსა და სოხუმიდან გაქცევას. ნაწარმოებში ასევე წინაა წამოწეული შემწყნარებლობისა და ადამიანებს შორის ხელოვნური ბარიერების საკითხები.
თავდაპირველად პრემიის ლონგ-ლისტში 33 ავტორის ნაწარმოებები შევიდა, მათ შორის იყო ნინო სადღობელაშვილის „დაბადების დღე“ და ივა პეზუაშვილის „ბუნკერი“.
ლიტერატურული პრემიის ჟიურიში შედიოდნენ: ლაშა ბაქრაძე (ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი), ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი (მთარგმნელი), ზურაბ ქარუმიძე (მწერალი), ზაალ ანდრონიკაშვილი (ლიტერატურათმცოდნე), მაია ფანჯიკიძე (მთარგმნელი).
ლადო ფოჩხუა სოხუმში დაიბადა. ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს. დაამთავრა სოხუმის კულტურის სახელმწიფო სასწავლებელი და თბილისის სამხატვრო აკაადემია. მუშაობდა საქართველოში, რუსეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებში.