თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
საქართველოს ნაკრები 4 ოქტომბერს თბილისში შეიკრიბება და მომავალი მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. ფრანგმა სპეციალისტმა საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებებთან შეხვედრებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა.
მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის წინა შეხვედრებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გუნდს გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია დააკლდებიან. მიუხედავად ამისა, ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ისინი ნაკრებს კოსოვოსთან შეხვედრაში დაეხმარებიან.
რაც შეეხება განაცხადს, ვილი სანიოლის რჩეულთა სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), გურამ გიორბელიძე („დინამო“, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი („არსენალი“, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია („რაკუვი“, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია).
ეროვნული გუნდი თავდაპირველად 9 ოქტომბერს საბერძნეთს ბათუმში უმასპინძლებს, 12 ოქტომბერს კი ქართველი ფეხბურთელები კოსოვოსთან გასვლით მატჩს ჩაატარებენ. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ოთხი წაგებისა და ერთი ნათამაშები ფრის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფება.