მსოფლიო დღეს

ავღანელები წიგნებსა და ნახატებს საიდუმლო ადგილებში მარხავენ

„თალიბანის“ სულიერ წინამძღოლებს ჯერ არ დაუდგენიათ – კულტურისა და ხელოვნების რა ფორმები იქნება დაშვებული „ახალ ავღანეთში“.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. თალიბების მხრიდან ანგარიშსწორებით დაშინებული ავღანელები მათ ხელთ არსებულ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს მალავენ, იუწყება გაზეთი Washington Post.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მხატვარმა თავისი 15 ნამუშევარი, რომლებზეც ქალები იყვნენ გამოსახული, ჯერ კიდევ თალიბების ქაბულში შესვლიდან მესამე დღეს გადამალა. ხოლო ცნობილმა კინორეჟისორმა ქვეყნიდან გაქცევის წინ მყარი დისკი, რომელზეც მისი ოცი ფილმი ინახებოდა, საიდუმლო ადგილზე დაფლა.
მსოფლიო დღეს
ერთი გამონაკლისით: ავღანეთი უკანასკნელი მეფის დროინდელი კონსტიტუციით ისარგებლებს
იმავეს ამბობს წიგნების მაღაზიის მფლობელი, რომელმაც ყველა ის წიგნი გადამალა, რომლებსაც თალიბები საზიანოდ მიიჩნევენ. მათ შორის იყო ორი ბიბლიაც, რომლებიც დარისა და პუშტუს ენებზე იყო ნათარგმნი.

„თუ „თალიბანის“ მებრძოლები ამ წიგნებს მიაგნებენ, სასტიკად დამსჯიან“, — ამბობს ის და, სხვათა მსგავსად, უსაფრთხოების მიზნით ანონიმურობის დაცვას ითხოვს.

როგორც გამოცემა წერს, „ასე ხდება ავღანეთის დედაქალაქის კულტურული დაცემა „თალიბანის“ დაბრუნებიდან ექვსი კვირის შემდეგ“.
ერთი თვე „თალიბანის“ მმართველობის ქვეშ: როგორ ცხოვრობენ ავღანელები – ვიდეო
ისიც აღინიშნება, რომ „თალიბანის“ მოლებს ჯერჯერობით არ დაუდგენიათ – კულტურისა და ხელოვნების რა ფორმები იქნება დაშვებული „ახალ ავღანეთში“. თუმცა უკვე ბევრი ხელოვანი შიშობს, რომ მალე მათ ისლამის მკაცრი წესებით უხელმძღვანელებენ, რაც ნულამდე დაიყვანს ყველა იმ მიღწევას, რასაც მათ სიტყვის, გამოხატვისა და იდეების თავისუფლების მხრივ მიაღწიეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში.