თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი პირველ ადგილზეა – 2021 წლის დასაწყისიდან მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 14,8%-ია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
2020 წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35,5%-ით გაიზარდა.
2021 წლის დასაწყისიდან საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გავიდა 21,7 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 1,4 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 36,4 ათასი ტონა ფოლადის ნახევარფაბრიკატები, 53,9 ათასი ტონა შავი ლითონის ჯართი და ნარჩენები და სხვა საქონელი.
საანგარიშო პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 31,5 ათასი ტონა შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 302,7 ტონა სამკურნალო პრეპარატი, 10 და მეტი ადამიანის გადასაყვანი 310 ავტომობილი და ა.შ.
2020 წელს საქართველოსა თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით, 12,2%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, 2020 წელს თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო.