თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. თოქშოუ „პროფილი“ ტელეკომპანია „TV პირველს“ ტოვებს. ინფორმაციას მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ტელეწამყვანი აცხადებს, რომ „პროფილი“ „პირველის“ ეთერში აღარ გავა და ეს გადაწყვეტილება შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო.
ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დაწერა, რომ ბევრ არასწორ ვერსიას ისმენს ამასთან დაკავშირებით, და რომ „პროფილი“ არავის დაუხურავს.
აპრილში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან წასული მაია ასათიანი საკუთარი გადაცემით ტელეკომპანია „TV პირველზე“ გადავიდა. მაია ასათიანმა არხი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაციიის შემდეგ დატოვა.