ანსამბლი „რუსთავი“ გასტროლებზე უკრაინაში მიემგზავრება

ქართული ხალხური ცეკვის შემსრულებლები და მომღერლები უკრაინაში ყოველთვის ფურორს ახდენენ.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 2-31 ოქტომბერს უკრაინის ყველა დიდ ქალაქში განახლებული პროგრამით კონცერტებს გამართავს.
ანსამბლის წევრები თბილისიდან უკრაინაში გაემგზავრებიან და თავდაპირველად უკრაინულ ანსამბლ „ვირსკისთან“ ერთად გამოვლენ. ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ნატროშვილის სიტყვებით, „რუსთავისა“ და „ვირსკის“ ერთობლივი კონცერტები უკრაინული პუბლიკისთვის კარგად არის ცნობილი.

„ერთობლივი კონცერტები ადრეც გაგვიმართავს. პირველ განყოფილებაში უკრაინელები ასრულებენ ცეკვებს, მეორე განყოფილებაში კი ანსამბლი „რუსთავი“ გამოდის. საფინალო ცეკვა კი ერთობლივია და ერთგვარი „შეჯიბრია“, რაც ძალიან მოსწონს მაყურებელს“, – განაცხადა გიორგი ნატროშვილმა.

ნატროშვილის თქმით, 25 ოქტომბრიდან ქართველ მოცეკვავეებსა და მუსიკოსებს შეუერთდებიან მომღერლები, რომლებიც წარმოადგნენ ახალ პროექტს „ბალადა სიყვარულზე“. ამიტომ უკრაინაში გასტროლების ბოლო ხუთი დღე მთლიანად ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტებს დაეთმობა.
კულტურული მემკვიდრეობა, სპორტი და ახალგაზრდობა: თეა წულუკიანის ათწლიანი გეგმა
უკრაინაში ცეკვა „აფხაზურის“ პრემიერაც გაიმართება, სადაც მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები ერთად შეასრულებენ ნომერს. ანსამბლის პირველი კონცერტი 3 ოქტომბერს ხარკოვში ჩატარდება.