უბედური შემთხვევა დმანისში: 18 წლის ბიჭი ხევში გადავარდა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდა, რა დროსაც ტრაგედია დატრიალდა.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერისუბნის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადავარდა და დაიღუპა, იუწყება „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდა, რა დროსაც ტრაგედია დატრიალდა.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.