პოლიციამ თბილისში ბინების გაქურდვის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავა

ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ვარკეთილში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბოროტმოქმედი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა არაერთი ბინა გაქურდა თბილისის სხვა უბნებშიც.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინის ჩხრეკისას მოპარული ნივთების ნაწილი და, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.