მსოფლიო დღეს

ერთი გამონაკლისით: ავღანეთი უკანასკნელი მეფის დროინდელი კონსტიტუციით ისარგებლებს

Sputnik
თბილისი 28 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის დროებითი მთავრობა ქვეყნის ბოლო მეფის ზაჰირ შაჰის დროინდელ კონსტიტუციას გამოიყენებს, თუმცა გარკვეული გამონაკლისით, განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ ჰაკიმ შარიამ.
როგორც დროებითი მთავრობის იუსტიციის სამინისტრო იუწყება, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ ჰაკიმ შარიამ ავღანეთში ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა ისარგებლებს კონსტიტუციით, რომელიც ავღანეთის ბოლო მეფის დროს მოქმედებდა. გამონაკლისი იქნება ის დებულებები, რომლებიც შარიათს ეწინააღმდეგება.
მსოფლიო დღეს
დამრღვევი დაისჯება: თალიბებმა მამაკაცებს წვერის გაპარსვა აუკრძალეს
მანამდე ავღანეთის დროებითი მთავრობის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის მოადგილე ზაბიულა მუჯაჰიდმა РИА Новости-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსული მოძრაობა „თალიბანი“ გეგმავს, მომავალ წელს კომისია ჩამოაყალიბოს ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შემუშავების მიზნით.