COVID-19 - ბოლო ცნობები

რა ვითარებაა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში: სამედიცინო დირექტორის განმარტება

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, კლინიკაში მიმართვიანობა შემცირებულია.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მიმართვიანობა შემცირებულია, კლინიკაშიც და რეანიმაციულ განყოფილებაშიც ბევრი ადგილი გათავისუფლდა, განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა მაია ჩხაიძემ.
ჩხაიძის ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკაში ამჟამად 60 ბავშვი გადის მკურნალობას, აქედან 21 რეანიმაციული პაციენტია.
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით>>
„ამჟამად კლინიკაში არის 60 ბავშვი. რეანიმაციაში კვლავ 21 პაციენტია, გვაქვს ადგილები, რადგან მომართვიანობა გაცილებით შემცირებულია. რეანიმაციაში 3 ბავშვი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ამათგან ერთ-ერთი, 15 წლის ბავშვი მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან, მაგრამ ამჟამად დაინტუბირებულია და მართვით სუნთქვაზე გადავიდა 8 წლის სხვა პაციენტი, რომელიც ასევე ჰოსპიტალიზირებულია სხვა კლინიკიდან“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული ბავშვების მხოლოდ ორი მშობელია ვაქცინირებული ორჯერადად და მათი მდგომარეობაც მსუბუქია, სხვა ყველას მშობელი არის არავაქცინირებული.
ეპიდემიოლოგები მშობლებს აცრისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა არის მშობლებისა და ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2.383 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე ქვეყანაში არსებული ვაქცინაციის ტემპით უკმაყოფილოა
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.749.457 აცრა. აქედან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 971.836 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 34,2%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 777.621 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 27,2%. 26 სექტემბერს აიცრა 6.617 ადამიანი.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.