ტელეწამყვანი და მოდელი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში 2014 წლის ფოტოებს აქვეყნებს და მათი გადაღების ისტორიას იხსენებს – როდესაც ცნობილმა ფოტოგრაფმა საშა პრიშვინმა საოცარი ფოტოები გადაუღო და პროცესი გამთენიისას დასრულდა.
ბეგაშვილი წერს, რომ გამთენიისას გზაში პატრულმა გააჩერა, რომელმაც ვერაფრით დაიჯერა, რომ ამ დრომდე გადაღებაზე იყო, თუმცა ჯარიმის გარეშე გაუშვა. თანაც იმ დროს ჭორები დადიოდა, რომ მინისტრის საყვარელი იყო. ის კი მივიდა სახლში და შვილთან დაიძინა. მოგვიანებით ის ამ ფოტოების გამო გააკრიტიკეს.
ჟურნალ „ფლეიბოიში“ თამამი ფოტოების გამო ბეგაშვილი, მართალია, დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა, თუმცა მას შემდეგ ის ბევრად უფრო ცნობილი და პოპულარული გახდა შოუბიზნესში. დღეს შორენა ერთ-ერთი წარმატებული მოდელი და „ინფლუენსერია“ და, როგორც თვითონ ამტკიცებს, არავინ ეხმარება იმაში, რომ შვილთან ერთად ფინანსურად უზრუველყოფილად იცხოვროს.