საქართველოს პარლამენტი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კვირის ბოლომდე ელოდება

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო დამტკიცება უნდა მოხდეს დეკემბრის მესამე პარასკევამდე, პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 1 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყება კომიტეტებში და მისი საბოლოო დამტკიცება უნდა მოხდეს დეკემბრის მესამე პარასკევამდე, პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
2021 წლის მიმდინარე სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტმა ივლისში შეასწორა.
კანონის თანახმად, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები გაიზრდება დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარით და 17,9 მილიარდ ლარს შეადგენს. ამავე დროს, შემოსავლები გაიზრდება ერთი მილიარდი ლარით და 12,2 მილიარდ ლარს გაუტოლდება.
შემოსულობების მატება საგადასახადო შემოსულობების და სხვა შემოსავლების ზრდამ განაპირობა.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 1,1 მილიარდი ლარით გაიზრდება და დაახლოებით 19,5 მლრდ ლარს შეადგენს.