მსოფლიო დღეს

გებრეიესუსის მოთხოვნით: ჯანმო ვირუსის წარმოშობის გამოძიებას განაახლებს

Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) COVID-19-ის პანდემიის გამომწვევი ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით გამოძიების განახლებას გეგმავს, იწყება The Wall Street Journal.
როგორც ჯანმოს წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ამოცანის შესრულებამდე ცოტა დრო დარჩა. ორგანიზაცია 20-კაციან გუნდს კრებს, რომელშიც ბიოდაცვისა და ლაბორატორიული უსაფრთხოების სპეციალისტები, ასევე ცხოველთა დაავადებების ექსპერტები შევლენ.
SARS-CoV-2-ის წარმოშობა: მზადაა აშშ-ის დაზვერვის ახალი ანგარიში
მანამდე ვირუსის წარმოშობის გამოსაძიებლად მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ჩინეთში მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმყოფებოდა. ისინი ეწვივნენ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და ასევე ლაბორატორია BSL-4-ს, რომელსაც უკავშირდება ვირუსის გაჟონვასთან დაკავშირებული ხმები. გარდა ამისა, მეცნიერებმა მოინახულეს ზღვის პროდუქტების ბაზარი „ჰუანანი“, საავადმყოფო და ასევე დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი.
საერთაშორისო ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის თანახმად, ვირუსი SARS-CoV-2, დიდი ალბათობით, ადამიანს ღამურებისგან გადაედო სხვა ცხოველის გავლით: მსგავსი პათოგენები აღმოჩენილია პანგოლინებშიც, რაც ასევე მეტყველებს ვირუსის სახეობათშორის გადაცემაზე. გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალისტებმა ვირუსის წყარო ვერ დაადგინეს, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ ვერსიის გამოძიება მოითხოვა.
მეცნიერებმა კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობა დაამტკიცეს
აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, ღია წყაროებსა და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, ვირუსი უჰანის ლაბორატორიაშია წარმოშობილი. ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის სპეციალისტები, თავის მხრივ, ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი უჰანში შესაძლოა გაყინული პროდუქტების შეფუთვებიდან მოხვდა. მანამდე იგივე ჰიპოთეზა წამოაყენა ჯანმოს სამუშაო ჯგუფმაც, თუმცა ის პრიორიტეტულად არ მიიჩნიეს.