მილანის მოდის კვირეულზე 2022 წლის გაზაფხულის კოლექციის წარდგენა სტეფანო გაბანამ და დომენიკო დოლჩემ ქართველ მოდელს, 16 წლის ლიზა კობერიძეს ანდეს.
მანამდე DOLCE & GABBANA-ს 2021 წლის შემოდგომის კოლექცია ზინი ქაჯაიამ წარადგინა და ორი ლუქიც მოირგო. თათია ახალაია ამავე ბრენდის მაღალი მოდის 2021 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე ვიხილეთ. 2020 კოლექციის ჩვენებაზე DOLCE & GABBANA-ს ამავე ჩვენებაზე მატილდა გვარლიანი გამოვიდა.
2015 წელს კი DOLCE & GABBANA-ს ჩვენებაზე პირველ ქართველ მოდელად თაკო ნაცვლიშვილი გამოჩნდა.