თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისთვის იბრძოლებს, ნათქვამია პარტიის Facebook-გვერდზე.
პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ არ წამოაყენა თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ამასთან ჯაფარიძის პარტიამ თბილისის ვიცე-მერობის საკუთარი კანდიდატი - ცოტნე კობერიძე წამოაყენა.
ჯაფარიძე მესტიის საკრებულოს სიის პირველი ნომერია, მეორე ნომერია ბექა ხერგიანი.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატს თავის ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტულ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში მეორე ტური ჩატარდება.