თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა ოპოზიციური „მთავარი არხის“ დაკვეთით ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოკითხვა ჩაატარა.
კითხვაზე „რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს?“ საქართველოს მასშტაბით რესპონდენტებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
„ქართული ოცნება“ - 35%
„ნაციონალური მოძრაობა“ - 30%
„საქართველოსთვის“ - 9%
„ევროპული საქართველო“ - 4%
„ხალხისთვის“ - 4%
„ლელო“ - 3%
„მესამე ძალა“ - 3%
ლეიბორისტული პარტია - 3%
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%
„დროა“ - 1%
„მოქალაქეები“ - 1%
სხვა პარტიები - 3%
იგივე კითხვა თბილისელებს დაუსვეს. აქ ხმები ასე განაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 33%
„ნაციონალური მოძრაობა“ - 27%
„გახარია საქართველოსთვის“ - 9%
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 8%
„ლელო“ - 4%
ლეიბორისტული პარტია - 3%
„ევროპული საქართველო“ - 3%
„მესამე ძალა“ - 3%
„ხალხისთვის“ - 3%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 3%
„დროა“ - 3%
სხვა პარტიები - 1%
კითხვაზე - „როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა?“ - რესპონდენტების 24%-მა უპასუხა - „სწორი“, 64%-მა - „არასწორი“.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს კოალიციური მთავრობა სჭირდება, ხოლო 23% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
კითხვაზე „თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს?“ რესპონდენტებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
კახი კალაძე - 41%
ნიკა მელია - 36%
გიორგი გახარია - 13%
ანა დოლიძე - 4%
ანა ბიბილაშვილი - 2%
დანარჩენი კანდიდატები - 4%
IPSOS-მა აღნიშნული კვლევა „მთავარი არხის" დაკვეთით 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.