ქართველი რეჟისორის ფილმმა „კინოტავრის“ გრან-პრი მოიპოვა

რუსეთში ქალაქ სოჭში 18-25 სექტემბერს საქმიანო ფორუმის ფორმატში გაიმართა რიგით 32-ე ფესტივალი „კინოტავრი“
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო- Sputnik. ქართველი რეჟისორის, ნიკოლოზ ხომერიკის ფილმი Море волнуется раз რუსეთში გამართული ფესტივალ „კინოტავრის“ გრან-პრის მფლობელი გახდა.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა წყვილი - ალექსანდრა, რომლის როლს ასრულებს სერგეი ბოდროვ-უმცროსის ქალიშვილი ოლგა, და ნიკოლაი, რომლის როლს ასრულებს ვალერი სტეპანოვი, სამყაროს ტყის სახლში ემალებიან. გოგონას ღამის კოშმარები ტანჯავს. ერთხელ ისინი გადაეყრებიან კიდევ ერთ წყვილს, რომელიც მათ ძალიან ჰგავს. ეს ნაცნობობა შეყვარებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდება, რადგან საკუთარ გრძნობებში გარკვევაში დაეხმარება.
ოლგა ბოდროვამ ასევე პრიზი „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ მიიღო.
მსახიობები ვალერი სტეპანოვი და ოლგა ბოდროვა
რიგით 32-ე ფესტივალი „კინოტავრი“ ქალაქ სოჭში 18-25 სექტემბერს საქმიანო ფორუმის ფორმატში გაიმართა.
ტრადიციულად კინოფორუმი ივნისის დასაწყისში იმართება, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში არახელსაყრელი ეპიდვითარების გამო ის გადაიტანეს. ჟიურის მსახიობი ჩულპან ხამატოვა ხელმძღვანელობდა.
დაღუპული რეჟისორისა და მსახიობის, სერგეი ბოდროვის 23 წლის ქალიშვილი ოლგა თავისი ცნობილი მამის კვალს გაჰყვა და მსახიობი გახდა. ამჟამად თეატრ „პიოტრ ფომენკოს სახელოსნოს“ სცენაზე გამოდის.
სერგეი ბოდროვ-უმცროსი 2002 წელს მყინვარის ჩამოწოლის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დროს რეჟისორი და მსახიობი საკუთარ კინოპროექტს ჩრდილოეთ ოსეთში, კარმადონის ხეობაში იღებდა. სერგეი ბოდროვი მაშინ მხოლოდ 30 წლის იყო.