ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა

ზარალის დათვის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა, აცხადებენ მერიაში.
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ფოთში ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, წააქცია ხეები, ზოგიერთი უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იუწყება ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია.
აღინიშნა, რომ ფოთის მუნიციპალიტეტში 16:50 საათზე ძლიერი ქარი (17- 32 მ/წმ-დე) დაფიქსირდა.
მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით.
მოგლეჯილი სახურავები და ხეები: სტიქიამ ხობში პრობლემები შექმნა
სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. ზარალის დათვის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა, აცხადებენ მერიაში.
გუშინ და დღეს უამინდობამ პრობლემები საქართველოს მასშტაბით შექმნა.