მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა, რომელიც კორეაში ოჯახთან ერთად რამდენიმე თვეა ცხოვრობს, „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვაჟის ბერუკას უახლესი ფოტოები გამოაქვეყნა. ბერუკა ისეთი გაზრდილი და შეცვლილია, ვეღარ იცნობთ.
ბიჭუნას 29 ნოემბერს ორი წელი შეუსრულდება. ბერუკა ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის პირველი შვილია. პატარას სახელი მშობლებმა მათი სახელების ინიციალებისგან შეურჩიეს.
კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ.