ბასილაშვილი მეცის ტურნირის ნახევარფინალში ვერ გავიდა

ტურნირის მეოთხედფინალში ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 14 ათასი ევრო გამოიმუშავა.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (ATP 250) ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო.
მეოთხედფინალში ბასილაშვილი ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით 3:6 ფრანგ გაელ მონფილსთან დამარცხდა. მატჩი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა.
ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება – ქართველმა ჩოგბურთელმა დრამატული მატჩი მოიგო
ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 14 ათასი ევრო გამოიმუშავა.
Moselle Open 26 სექტემბერამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 481 ათასი ევრო. მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი ჟო–ვილფრიდ ცონგა.