ყველაზე სპორტული დედოფალი მსოფლიოში – კეიტ მიდლტონმა კლდეზე იცოცა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, თუ როგორ დაიწყო შვებულების შემდეგ კეიტ მიდლტონმა აქტივობა.
Sputnik
39 წლის კეიტ მიდლტონი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა შვებულებიდან. ახალი სამუშაო დღე მიდლტონმა აქტიურად დაიწყო, ის კამბრიას საგრაფოში იმყოფებოდა, სადაც უინდერმის სპორტული ბაზა მოინახულა.
ბაზა ლეიკ დისტრიკტის ნაციონალურ პარკშია განთავსებული და ის სპორტული აქტივობების მთელ სერიას მოიცავს. კეიტმა საკუთარი ძალები ამჯერად კლდეზე ცოცვაში მოსინჯა და ფანტასტიკურადაც გამოუვიდა.
მოგვიანებით კეიტმა პარკის ტერიტორიაზე ჯერ ფეხით, შემდეგ კი ველოსიპედით გაისეირნა. ამ დღისთვის მიდლტონი შესაბამისად გამოეწყო. მას Seeland UK-ის ქურთუკი და See by Chloe-ს ყელიანი ფეხსაცმელი ეცვა.