თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკომ ქვეყნის 63 ქალაქსა და რაიონში მერობის 223 კანდიდატი დაარეგისტრირა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებისთვის მერობის კანდიდატმა თავის რაიონსა თუ ქალაქში ხმების 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. თუ ასე არ მოხდა, კონკრეტულ ქალაქში ან რაიონში მეორე ტური გაიმართება.
კანდიდატების ყველაზე ცოტა რაოდენობა – ორ–ორი დარეგისტრირებულია 10 ოლქში, კიდევ 18 რაიონში მერის პოსტზე სამ–სამი კანდიდატი იბრძოლებს, დანარჩენ 31 რაიონში კანდიდატების რაოდენობა ოთხიდან ექვსამდე მერყეობს.
თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მქონე ქალაქებში – რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის პოსტისთვის ჯამში 24 კანდიდატი იბრძვის.
რუსთავი
№5 დავით კირკიტაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
№6 ვაჟა ბახტურიძე – „ევროპელი დემოკრატები“
№8 თორნიკე არევაძე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
№25 ბექა ლილუაშვილი – „საქართველოსთვის“
№27 ელგუჯა ქოჩიაშვილი – „თეთრები“
№41 ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
ქუთაისი
№1 ანდრო ლოსაბერიძე – „მესამე ძალა“
№5 ხატია დეკანოიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
№25 გიორგი გოგუაძე – „საქართველოსთვის“
№37 ირინა საღინაძე – „თავისუფალი საქართველო“
№41 იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
ფოთი
№5 გიგი უგულავა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
№25 გიორგი აბსარიძე – „საქართველოსთვის“
№41 ბექა ვაჭარაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
ბათუმი
№5 გიორგი კირთაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
№8 ბონდო გუგულაძე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
№25 ირაკლი მიქელაძე – „საქართველოსთვის“
№30 ანჟელიკა ზახაროვა – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“
№40 ედნარ ბაგრატიონი – „სახე+“
№41 არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
№45 გიორგი ფუტკარაძე – „გირჩი – მეტი თავისუფლება“
№50 რამაზ ადაძე – „მწვანეთა პარტია“
№51 გია ხალვაში – დამოუკიდებელი კანდიდატი
№52 კახაბერ ციხკარიძე – დამოუკიდებელი კანდიდატი.