სასამართლომდე ვერ მივიდნენ – სამი ნაფიცი მსაჯული გომბორზე ავარიაში მოხვდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. სამი ნაფიცი მსაჯული, რომლებიც თბილისიდან თელავში ყოფილი პოლიციელის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად მიემგზავრებოდნენ, ავარიაში მოხვდა, იუწება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა გომბორის გზაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია მომხდარი ფაქტის გათვალისწინებით გადაიდება თუ არა სასამართლო პროცესი.
მკვლელობა ბორჯომში – პოლიციამ დამნაშავე „ცხელ კვალზე“ დააკავა
საქმე ეხება გასულ წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ვანო ზანდარაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით მოკლა.
ზანდარაშვილს ბრალად განზრახ მკვლელობა ედება, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს.