საქართველომ თხილის ექსპორტისგან 31 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. დღეისათვის საქართველოდან განხორციელდა 7,2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 31,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს თხილის ექსპორტის მოცულობა 42%-ით (2,1 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება – 10%-ით (2,8 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ: იტალიაში (3.662 ტონა), გერმანიაში (945 ტონა), ესპანეთში (411 ტონა), ჩეხეთში (263 ტონა), პოლონეთში (209 ტონა), ლიეტუვაში (110 ტონა), ლატვიაში (66 ტონა), საფრანგეთში (65 ტონა), ესტონეთში (44 ტონა), ბულგარეთში (44 ტონა) და ბელგიაში (20 ტონა).
რთველი 2021: რამდენი ტონა ყურძენია გადამუშავებული კახეთში
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი (443 ტონა), უკრაინა (171 ტონა), რუსეთი (104 ტონა), ერაყი (120 ტონა), ბელარუსი (113 ტონა), ჩინეთი (104 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (54 ტონა), მექსიკა (28 ტონა), არგენტინა (26 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), თურქეთი (22 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა) და სხვა ქვეყნები (116 ტონა).
მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 წელს მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო–სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.