„შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი – ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ, ან არის ცალკეული ექსპერტების, ან ამბიციადაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყანას უწყობს საბოტაჟს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„ახლა ყველაზე მეტი სწორედ Pfizer-ი გვაქვს და ფუჭდება, ვადა გასდის. რას შვრებით, ხალხო, ადამიანი Pfizer-ს გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს Sinovac-ი, Sinopharm-ი, AstraZeneca, მივიღებთ Jonson&Jonson-ს. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ, საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში (სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს - რედ.) ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან?!“ – აღნიშნა ცერცვაძემ.