„შენ ხომ განათხოვარი ხარო...“ – ნელი აგირბა სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს

ცნობილი ტელეწამყვანი, რომელიც მსახიობ ილო ბეროშვილის ყოფილი მეუღლეა, საზოგადოებას პირველად გამოუტყდა იმაში, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო.
Sputnik
გადაცემა The Talk შოუ „რუსთავი 2“-ის ეთერში ახლახან გავიდა. მეორე გადაცემაში სექსუალური შევიწროების თემაზე ისაუბრეს. ერთ-ერთმა წამყვანმა ნელი აგირბამ სექსუალური შევიწროების პირად მაგალითზე ისაუბრა.
როგორც აგირბამ აღნიშნა, აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ უსაუბრია.

„ერთი ფაქტი მახსენდება და ახლა ჭუჭყის შეგრძნება მაქვს, რადგან არც ამაზე მისაუბრია. ბავშვებთან ერთად ვიყავი კახეთში, რთველში. ვენახში მომუშავე ადამიანმა მითხრა, წამოდი, გაჩვენო სად ვცხოვრობო და იქვე მდგარ კონტეინერზე მიმითითა. შენ ხომ მაინც განათხოვარი ხარ, ნახე, რა კარგი საწოლი მაქვსო. ბავშვებთან ერთად ვიყავი და თავი გამოვიშტერე, ვითომ ვერ გავიგე რა უნდოდა. მერე კარგა ხანი ვტიროდი და მაკანკალებდა სახლში“, – აღნიშნა ნელი აგირბამ.

ნელი აგირბა წლების წინ „კურიერის“ წამყვანი იყო. შემდეგ მიჰყავდა სხვადასხვ გასართობი შოუები. ის ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქმარი, ვისთანაც ნელის ორი შვილი ჰყავს, მსახიობი ილო ბეროშვილია. ტელეწამყვანის მეორე ქორწინება ტრაგიკულად დამთავრდა.