ეკომიგრანტები და დევნილები სახელმწიფოსგან გრანტებს მიიღებენ

Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო საგრანტო პროგრამის ფარგლებში ეკომიგრანტებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.
სახელწიფო პროგრამის მთავარი მიზანი აღნიშნულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
პირველ ეტაპზე დაფინანსების მიღებას 50 პრეტენდენტი შეძლებს.
განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ თავად შეარჩიონ 2 ათასი ლარის ღირებულების სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ.
განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში როგორც თბილისში, ისე გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მოხდება.
განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge.