თბილისის მერობის კანდიდატების დებატები სკანდალით დაიწყო

მელიამ თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე კორუფციაში და კრიმინალთან კავშირში დაადანაშაულა და დებატები დატოვა
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების ნაწილის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დებატები სკანდალით დატოვა.
„რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატში, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში, სამწუხაროდ, ჩვენი მაყურებელი დარწმუნდება. მაგრამ სიმართლეს გეტყვით, მოვედი აქ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს (კახა კალაძეს - რედ.) პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადმიანები არიან დღეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა მელიამ, სანამ დებატებს დატოვებდა.
დებატები პირდაპირ ეთერში, ანუ პოლიტიკოსების მცდელობა, ხმა მიაწვდინონ ამომრჩეველს
მან „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე კორუფციასა და ძალადობაში დაადანაშაულა.
„ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას წასვლის შემდეგ დებატები, რომლებშიც უკვე 15 კანდიდატი მონაწილეობს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.
თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.