თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში შოთა რუსთაველის საკულტო პოემის - „ვეფხისტყაოსნის" ყველაზე ორიგინალური მინიატურული გამოცემა შეიქმნა. მის გაფორმებაზე ქართველმა მხატვარმა და დიზაინერმა ნატალია კლდიაშვილმა იმუშავა.
„გამომცემლობა „მინიატურის" მიერ გამოცემული ყველაზე პატარა „ვეფხისტყაოსანი" ჩემ მიერ გაფორმებული ყდით, ჩემი ყველაზე პატარა ნამუშევარი, რაც კი ოდესმე შემიქმნია“, – დაწერა კლდიაშვილმა.
მინიატურულ გამოცემას (3,5 X 3,7 სმ) ამშვენებს საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასი თვლები და ის დახვეწილ მძივსაც კი ჰგავს. საინტერესოა, რომ 412-გვერდიან წიგნში ილუსტრაციებიც კი არის.
ნატალია კლდიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. დაკავებულია დეკორატიული ხელოვნებით.
ნატალია კლდიაშვილი და მისი ნამუშევრები
© личный архив Наталии Клдиашвили
გრაფიკის, სკულპტურის, ფერწერის და პოპ-არტის ჟანრების ნაზავით ნატალია ძვირფასი თვლებით და აქსესუარებით ქმნის კედლის ინსტალაციებს და სხვადასხვა ნივთებს საიუველირო ნაკეთობებით აფორმებს.
ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრები
© личный архив Наталии Клдиашвили
მისი ფანტასტიკური ნამუშევრები გამოფენილია ენდი უორჰოლის და პიკასოს გვერდით, ინახება ისეთი ვარსკვლავების კერძო კოლექციებში, როგორიც არიან Snoop Dogg, Jamiroquai და კუინსი ჯონსი.
ნატალია კლდიაშვილი და მისი ნამუშევრები
© личный архив Наталии Клдиашвили
2017 წელს ნატალიას მიერ გიტარისტი ქალის ნიკ უესტისთვის ექსკლუზიურად გაფორმებული გიტარა მსოფლიოს საუკეთესო გიტარების ტოპში შევიდა.