„რა ლამაზია, როგორ ჰგავს დედას“ – სოციალურ ქსელში ქეთა თოფურიას შვილების ფოტოები ვრცელდება

ქეთა თოფურიას მისაბაძი ოჯახი ჰყავს. შვილებთან და ქმართან ერთად მომღერალი მოსკოვის გარეუბანში, ძვირადღირებულ ვილაში ცხოვრობს.
Sputnik
ცნობილი ქართველი მომღერლის ქალიშვილის ოლივია გეიხმანის „ინსტაგრამის“ გვერდზე ცოტა ხნის წინ მისი და პატარა ძამიკოს, ადამის უსაყვარლესი ფოტოები გავრცელდა. ოლივია და ადამი სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ. „ძალიან საყვარლები“, „უყვარს დაიკო“, „ტკბილები, ოლივია რა ლამაზია, როგორ ჰგავს დედას“, „უფროსი დაიკო“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ოლივია გეიხმანი ქეთას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ადამი კი იანვარში ბიზნესმენ ლევ დენგოვისგან ეყოლა, რომელთანაც ვარსკვლავი უკვე თითქმის ერთი წელია ქორწინებაში იმყოფება. წყვილმა პანდემიის დროს მოკრძალებული ხელისმოწერა გამართა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი ესწრებოდა.
ქეთა დიდი ხანი ასაიდუმლოებდა ორსულობას და დღემდე არ აჩენს პატარა ადამის სახეს. სავარაუდოდ, მომღერალი ადამს ვარსკვლავური გამოჩენისთვის ამზადებს და მას საზოგადოება პირდაპირ ჟურნალის ყდებიდან იხილავს.