თბილისის მერობის კანდიდატების დებატები სამშაბათს გაიმართება

დებატებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა მერობის 16-ვე კანდიდატმა და მათ ექნებათ თანაბარი პირობები იმისთვის, რომ ამომრჩეველს საკუთარი პოზიცია გააცნონ
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერობის ყველა კანდიდატის დებატები „პირველი არხის“ ეთერში 21 სექტემბერს გაიმართება.
ამ დროისათვის დებატებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა მერობის 16-ვე კანდიდატმა. დებატებისთვის მოეწყო სპეციალური ღია სტუდია ბელიაშვილის 68 ნომერში.
ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე: „ქართულმა ოცნებამ“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

„მერობის კანდიდატებს თანაბარი პირობები ექნებათ იმისთვის, რომ ამომრჩეველს საკუთარი ხედვა და პროგრამა გააცნონ“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ განცხადებაში.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის, თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.