მსოფლიო დღეს

პერმის უნივერსიტეტში სროლა იყო

სტუდენტებმა და ლექტორებმა თავი აუდიტორიებს შეაფარეს. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. რუსეთში, ქალაქ პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცნობმა პირმა ტრავმატული იარაღიდან სროლა ატეხა. იუწყება РИА Новости უნივერსიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
სტუდენტებისა და მასწავლებლების ნაწილმა აუდიტორიებს შეაფარა თავი. ნაწილი კი, როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ფანჯრებიდან გადახტა.
უმაღლეს სასწავლებელში აცხადებენ, რომ დაშავებულია ოთხი ადამიანი, რუსეთის შსს-ში ამბობენ, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ბოლო ინფორმაციით, მსროლელი დაკავებულია.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.