თბილისი, 19 სექტემბერი– Sputnik. საბერძნეთთან ომის შემთხვევაში თურქეთის მთავარი სახმელეთო სამიზნე ქალაქი სალონიკი იქნება, განაცხადა გადამდგარმა თურქმა გენერალმა ერდოღან ყარაყუშმა (Erdoğan Karakuş).
მეზობელ ქვეყანასთან სავარაუდო კონფლიქტის შესახებ გადამდგარმა თურქმა სამხედრომ ისაუბრა პოლიტიკურ დებატებზე ტელეარხზე CNN Turk.
მან განაცხადა, რომ საბერძნეთმა როგორც აშშ-ის მოკავშირემ თავის ტერიტორიაზე აშშ-ის 20 სამხედრო ბაზა განათავსა. ერთ-ერთი მათგანი მდებარეობს ფრაკიაში, ქალაქ ალექსანდრუპოლისთან. ყარაყუშის თქმით, ეს ფორპოსტი მთლიანად აღჭურვილია და მზადაა იმისათვის, რომ თურქული ჯარის სახმელეთო ოპერაციის ბლოკირება მოახდინოს.
თავის მხრივ, ათენი შეეცდება სტამბოლის აღებას, მიიჩნევს სამხედრო მოსამსახურე.