რამდენი პატიმარია საქართველოში - ახალი სტატისტიკა

მსჯავრდებულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან, ამასთან საქართველოს ციხეებში სასჯელს 45 ქვეყნის 534 მოქალაქე იხდის
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik.საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის 1 აგვისტოსთვის 9.399 პატიმარი იყო.
საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა მოსახლეობის 0,25%-ს შეადგენს. მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია სრულწლოვანი მამაკაცები, ქართულ საპატიმროებში სულ 328 ქალი იმყოფება.
პატიმართა ძირითადი ნაწილია - 26-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებია. აქედან ყველაზე მეტია 41-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში სასჯელს 70 წელს ზემოთ ასაკის 65 პირი იხდის.
საქართველოს ციხეებშია მოთავსებული 78 არასრუწლოვანი პატიმარი, აქედან მხოლოდ 4 - გოგონაა.
მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი სასჯელს სამ ციხეში იხდის.

ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა

მსჯავრდებულთა საერთო რიცხვიდან 3,3 ათასი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. კიდევ 3,3 ათასი მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულისთვის.
რაც შეეხება დანაშაულის სახეობებს, 4 ათასი მსჯავრდებული და ბრალდებული სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის, კიდევ 3,2 ათასი - ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის - ესაა მკვლელობა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, სექსუალური დანაშაული, ქურდობა, ყაჩაღობა და ა.შ. ასევე საქართველოს ციხეებში 3 ათასი ბრალდებული და მსჯავრდებული სასჯელს იხდის სახელმწიფოსა და მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდა

მსჯავრდებულთა მოქალაქეობა

მსჯავრდებულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან, ამასთან საქართველოს ციხეებში 45 ქვეყნის 534 მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია.
საქართველოში უცხოელთა უმეტესობა, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მოქალაქეები.

რით არიან დაკავებული პატიმრები საქართველოში

საქართველოში ციხეებში პატიმრებისთვის მრავალი პროგრამა არსებობს, მათ შორის სასკოლო სწავლება.
საერთო ჯამში, 35 პატიმარი აგრძელებს სწავლას საქართველოს სკოლებში, ხოლო კიდევ 41 ადამიანი, მიუხედავად სასჯელის მოხდისა, იღებს უმაღლეს განათლებას.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსით ინფიცირებულია 96 პატიმარი
ასევე, პატიმარის ნაწილს მუშაობა შეუძლია. ამრიგად, 416 პატიმარი მუშაობს ციხის მეურნეობებში, 52 ადამიანი ინდივიდუალური საქმიანობით არის დაკავებული, 171 კი საწარმოებში მუშაობს. თავიანთი სამუშაოსთვის პატიმრები იღებენ ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეუძლიათ გადასცენ ოჯახს ან დახარჯონ ციხის მაღაზიებში.
გარდა ამისა, საქართველოს ციხეები დანერგილია პატიმრების წახალისების პრაქტიკა კარგი საქციელისთვის, რაც გულისხმობს დამატებით პაემნებსა და სატელეფონო ზარებს.